მიიღეთ ტქვენი ვიზა იაფად და ადვილად
გაეცანით თქვენს უფლებებს და მოვალეობებს
გაემგზავრეთ ევროკავშირში შეუფერხებლად

როგორ მივიღოთ ვიზა

ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია იმ ქვეყნების მოქალაქეთათვის, რომლებსაც ევროკავშირთან გაფორმებული აქვთ შეთანხმება სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. შეთანხმება საშუალებას გაძლევთ უფრო იაფად და მარტივად მიიღოთ ვიზა, თუმცა თქვენ მაინც დიდი ყურადღებით უნდა მოამზადოთ სააპლიკაციო ფორმა და შეაგროვოთ ყველა საჭირო დოკუმენტი.

 

ეს სახელმძღვანელო ეხება ვიზებს, რომლებიც მოქმედებს შენგენის ზონაში, რაც მოიცავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას. თუ თქვენ მიიღებთ შენგენის ვიზას (“C” ტიპი), გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ის არ მოქმედებს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ამ ქვეყნებში სამოგზაუროდ საჭიროა ცალკე ვიზა. თუმცა, შენგენის ვიზა საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშაინში და, გარკვეულ პირობებში, რუმინეთში, ბულგარეთსა და კვიპროსში.

 

გთხოვთ, შენგენის ვიზა (“C” ტიპი) არ შეგეშალოთ ეროვნულ ვიზაში (“D” ტიპი). ეროვნული ვიზები გაიცემა ერთ კონკრეტულ ქვეყანაში უფრო გრძელვადიანი ვიზიტებისთვის, და როგორც წესი, შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში გამგზავრების საშუალებასაც იძლევა. ეს სახელმძღვანელო მხოლოდ შენგენის ვიზებს ეხება.

 

გადავწყვიტე ევროკავშირის მონახულება. საიდან დავიწყო...?

პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ გაქვთ მოქმედი პასპორტი.

  • შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა საკონსულოს ოფისის ვებგვერდიდან და შემდეგ დარეგისტრირდით საკონსულოში ან სავიზო ცენტრში (ამ შემთხვევაში თქვენ მომსახურების დამატებითი გადასახადის გადახდა მოგიწევთ), თქვენი აპლიკაციის ჩასაბარებლად.
  • შეამოწმეთ, რა დოკუმენტები შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი ვიზიტის მიზნის დასამტკიცებლად და რა დამხმარე დოკუმენტები შეიძლება იყოს საჭირო (წაიკითხეთ მეტი მე-3 პუნქტში).
  • შეამოწმეთ, მრავალჯერადი ვიზა გეკუთვნით თუ ერთჯერადი (წაიკითხეთ მეტი მე-6 პუნქტში). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის პროცედურას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს, ამიტომ, თუ ბილეთს/საგზურს შეიძენთ წინასწარ და ვიზას ვერ მიიღებთ დროულად, გადახდილი თანხა დაგეკარგებათ.

 

1. შენგენის ვიზის ტიპები და „მგზავრობის საჭიროება“

არსებობს შენგენის ერჯერადი, ორჯერადი და მრავალჯერადი ვიზები. მრავალჯერადი ვიზის მოქმედების მაქსიმალური ვადა 5 წელია, ხოლო მინიმალური – 6 თვე; თუმცა გახსოვდეთ:

  • მაქსიმუმ 90 დღის გატარების უფლებას ყოველ 6-თვიან პერიოდში.
  • ის გაიცემა მხოლოდ იმ დროით, რა დროის გატარებაც გჭირდებათ წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე

 

მგზავრობის საჭიროება“ გულისხმობს, რომ თქვენ რეგულარულად მგზავრობთ პროფესიული მიზეზებით (მაგ.: სემინარები, კონკურსები, კონფერენციაბი), ან ხართ ევროკავშირის მოქალაქის ან ევროკავშირის კანონიერი რეზიდენტის ოჯახის წევრი.

მგზავრობის რეგულარული საჭიროება ნიშნავს, მაგალითად:

  • თუ თქვენი დეიდა გერმანიის მუდმივი მცხოვრებია, თქვენ მას რეგულარულად ინახულებთ
  • თუ თქვენ მეცნიერი ხართ და ევროკავშირში რეგულარულად მოგზაურობთ სხვადასხვა კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად
  • თუ თქვენ გჭირდებათ ევროკავშირში მყოფ თქვენს ბიზნეს პარტნიორთან თანამშრომლობა, თქვენ რეგულარულად გიწევთ იქ გამგზავრება შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე

 

სამწუხაროდ, აპლიკანტებზე იშვიათად გასცემენ 5-წლიან ვიზებს. თუმცა, თუ თქვენ ევროკავშირის სტუმრობას რეგულარულად აპირებთ, ყოველთვის შეგიძლიათ შედარებით გრძელვადიან ვიზაზე განაცხადის გაკეთება. ჩვენ ასევე გირჩევთ, განაცხადი გააკეთოთ წინაზე უფრო გრძელვადიანი ვიზის მისაღებად; მაგ.: თუ თქვენი ბოლო ვიზა ერთჯერადი იყო, შემდეგი განაცხადი 4

გააკეთეთ ექვსთვიან მრავალჯერად ვიზაზე. 6-თვიანი ვიზის შემდეგ, შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ 1 ან 2-წლიანი ვიზის მისაღებად და ა.შ. ხანდახან შესაძლებელია გრძელვადიანი, 5-წლამდე ვადის მრავალჯერადი ვიზის მიღება, თუ გაქვთ „პოზიტიური ვიზის ისტორია“, ანუ, თუ უკვე გქონდათ შენგენის ვიზები და ისინი გამოიყენეთ თქვენს ვიზასთან ან ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებული რაიმე დარღვევის (მაგ.: სავიზო აპლიკაციის მცდარი ინფორმაციით შევსება, შენგენის ზონაში ვიზით ნებადართულ პერიოდზე დიდი ხნით გაჩერება) გარეშე. გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზის მიღების შანსების გასაზრდელად, შეგიძლიათ თქვენს მიმწვევ მხარეს სთხოვოთ, თქვენთვის განკუთვნილ მოწვევაში დააკონკრეტოს, რომ მომავალში რეგულარულად იმგზავრებთ ევროკავშირის ტერიტორიაზე.

2. ვიზის აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტები

  • სააპლიკაციო ფორმა – თქვენი პირადი მონაცემების შემცველი კითხვარი
  • პასპორტი, რომელიც მოქმედი იქნება თქვენს მიერ ევროკავშირიდან გამომგზავრების სავარაუდო თარიღის შემდგომი მინიმუმ სამი თვის განმავლობაში
  • იდენტიფიკაციის ბიომეტრიული საშუალებები, ანუ უახლესი სურათი და ყველა თითის ანაბეჭდი
  • მოგზაურობის სამედიცინო დაზღვევა – რომელიც დაფარავს მინიმუმ 30,000 ევროს ღირებულების სამედიცინო ხარჯებს
  • სავიზო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ჩეკი
  • დამხმარე დოკუმენტაცია – იხილეთ ქვემოთ

 

3. რა არის „დამხმარე დოკუმენტაცია“?

დამხმარე დოკუმენტაცია ამტკიცებს, რომ თქვენ ვიზიტის სწორი მიზანი გაქვთ განცხადებული. ის ასევე ადასტურებს თქვენს პატიოსნებას და განზრახვას, დროულად დატოვოთ შენგენის ზონა. თქვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი დამხმარე დოკუმენტაციის ერთიანი სია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საკონსულოს ვებ-გვერდზე.

როგორც წესი, თქვენ მოგეთხოვებათ შემდეგი:

  • დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს თქვენი ვიზიტის მიზანს, მაგ.: მივლინებებისთვის: მოსაწვევი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად; სასწავლებად/ტრენინგის კურსებისთვის: უნივერსიტეტში ჩარიცხვის ცნობა; ტურიზმისა და პირადი მიზნებით მგზავრობისთვის: საცხოვრებელი ადგილის და მარშრუტის დამადასტურებელი საბუთი; ოფიციალური დელეგაციების წევრებისთვის: სახელმწიფო ორგანოს ან მიმწვევი მხარის მიერ გაცემული წერილი, და ა.შ.
  • დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ გაქვთ საკმარისი თანხები მგზავრობის ხარჯების და ევროკავშირში თქვენი ყოფნის ხარჯების დასაფარად: მტკიცებულება ფინანსური მდგომარეობის შესახებ (მაგ.: საბანკო ანგარიშის ამონაწერი, საკრედიტო ბარათი), დასტური საცხოვრებელი ადგილის არსებობის შესახებ, საფასურის წინასწარ დაფარვის მტკიცებულებით ან ტურისტული პაკეტის ჯავშანი, მიმწვევი მხარის განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ ის დაფარავს თქვენი განსახლების ხარჯებს და ა.შ.
  • დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს თქვენს განზრახვას ევროკავშირიდან დაბრუნების შესახებ: უკან დასაბრუნებელი ბილეთი, მტკიცებულება ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მტკიცებულება დასაქმების შესახებ, მტკიცებულება უძრავი ქონების შესახებ, მტკიცებულება საცხოვრებელ ქვეყანაში ინტეგრაციის შესახებ, ოჯახური მდგომარეობის და პროფესიული პოზიციის და ა.შ. ჩათვლით.
  • დოკუმენტები ოჯახური მდგომარეობის შესახებ: არასრულწლოვანთათვის – მშობლების ნებართვა, მტკიცებულება მიმწვევთან/მასპინძელთან ოჯახური კავშირების შესახებ.

საკონსულო ვალდებულია მოგაწოდოთ სავალდებულო დოკუმენტების სია!

4. მოწვევა (ოფიციალურად – სავიზო მხარდაჭერის წერილი)

მიმწვევი მხარის მიერ გაცემული მოწვევა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მიწვეული პირი: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, პასპორტის ნომერი, მგზავრობის თარიღი და მიზანი, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის რაოდენობა. ასეთის არსებობის შემთხვევაში: მიწვეული პირის თანამგზავრი მეუღლის და შვილების სახელები და გვარები. თუ მიმწვევ მხარესთან თქვენი ურთიერთობა ან თანამშრომლობა გაგრძელდება სამომავლოდ, რეკომენდებულია ეს ინფორმაცია შედიოდეს სავიზო მხარდაჭერის წერილში, ხანგრძლივი და მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნასთან ერთად.
  • მიმწვევი პირი: თუ ის არის ფიზიკური პირი: სახელი, გვარი, მისამართი; თუ მიმწვევი იურიდიული პირი ან ორგანიზაციაა: სრული დასახელება, მისამართი, წერილის ხელმომწერი პირის სახელი და პოზიცია, ორგანიზაციის სარეგისტრაციო ნომერი.

 

5. სავიზო მოსაკრებელი

საკონსულოს მიერ დაწესებული სავიზო მოსაკრებელი შეადგენს 35 ევროს. Visa fee charged by the consulate is €35

იხილეთ მე-6 პუნქტი, რომ ნახოთ, გეკუთვნით თუ არა, უფასო ვიზა.

სავიზო აპლიკაციის საკონსულოში მომსახურების გარე მიმწოდებლის (სავიზო ცენტრის) მეშვეობით შეტანისას, მოგიწევთ დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა 30 ევრომდე ოდენობით, მაშინაც კი, თუ საკონსულოში ვიზა უფასოდ გეკუთვნით.

6. სავიზო რეჟიმის გამარტივება სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების საფუძველზე

სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების წყალობით, ახლა უფრო ადვილია შენგენის ვიზის მიღება.

შეამოწმეთ, გეკუთვნით თუ არა მრავალჯერადი ან უფასო ვიზა. თუ ხართ:

  • პირი, რომელიც ევროკავშირში მცხოვრებ ოჯახის წევრებს სტუმრობს, თქვენ მხოლოდ მასპინძლის მოთხოვნა გჭირდებათ. ვიზას უფასოდ მიიღებთ. თუ ხართ ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მეუღლე ან შვილი (21 წლამდე ან მშობელზე დამოკიდებული), შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ 5-წლიან მრავალჯერად ვიზაზე მაშინაც კი, თუ არ გაქვთ მანამდე მიღებული უფრო მოკლევადიანი ვიზები.
  • ოფიციალური დელეგაციის წევრი, დაგჭირდებათ მხოლოდ თქვენი ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული წერილი და ოფიციალური მოწვევის ასლი. თუ თქვენ ე.წ. „მუდმივი წევრი“ ხართ, ასევე გაქვთ უფლება მიიღოთ 5-წლიანი მრავალჯერადი ვიზა, თუ არა – 1-წლიანი მრავალჯერადი ვიზა. თქვენ გათავისუფლებული ხართ სავიზო მოსაკრებლისგან.
  • სტუდენტი, მოსწავლე, თანამგზავრი მასწავლებელი ან ასპირანტი, რომელიც მოგზაურობს საგანმანათლებლო მიზნებისთვის, გესაჭიროებათ მხოლოდ მოთხოვნა/ჩარიცხვის ცნობა უნივერსიტეტის/კოლეჯის/სკოლისგან, სტუდენტის ბარათი ან ცნობა გასავლელი კურსების შესახებ. თუ ხართ სტუდენტი ან ასპირანტი, გაქვთ უფლება მიიღოთ 1-წლიანი მრავალჯერადი ვიზა და გათავისუფლებული ხართ სავიზო მოსაკრებლისგან.
  • პირი, რომელიც მოგზაურობს სამედიცინო მკურნალობის მისაღებად ან მისი თანამგზავრი (თუ ასეთის საჭიროება არსებობს), გჭირდებათ მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო მომსახურების საჭიროებას და ადასტურებს თანამგზავრის საჭიროებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მტკიცებულება სამედიცინო პროცედურებისთვის საჭირო თანხების არსებობის შესახებ. თქვენ ასევე გაქვთ უფლება მიიღოთ 1-წლიანი მრავალჯერადი ვიზა.
  • ჟურნალისტი ან მისი ტექნიკური გუნდის წევრი, გჭირდებათ მხოლოდ პროფესიული ორგანიზაციის/დამსაქმებლის მიერ გაცემული დასტური თქვენი კვალიფიკაციის და ვიზიტის მიზნების შესახებ. თქვენ ასევე გაქვთ უფლება მიიღოთ 5-წლიანი მრავალჯერადი ვიზა და გათავისუფლებული ხართ სავიზო მოსაკრებლისგან.
  • პროფესიონალი სპორტსმენი და მისი გუნდის წევრი, გჭირდებათ მხოლოდ მოთხოვნა ღონისძიების მასპინძელი ორგანიზაციისგან, მაგ.: პასუხისმგებელი ადმინისტრაციისგან. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ მინიმუმ 1-წლიანი მრავალჯერადი ვიზა (მხოლოდ სპორტსმენებს) და გათავისუფლებული ხართ სავიზო მოსაკრებლისგან (მხოლოდ სპორტსმენები).
  • ბიზნესში ჩართული პირი, ან ბიზნეს ორგანიზაციის წარმომადგენელი, გჭირდებათ მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო აღრიცხვის პალატაში აღიცხული მასპინძელი ორგანიზაციის მოთხოვნა. თქვენ ასევე გაქვთ უფლება მიიღოთ 1-წლიანი მრავალჯერადი ვიზა.
  • პროფესიონალი, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს ევროკავშირში ჩატარებულ საერთაშორისო ღონისძიებებში, გჭირდებათ მხოლოდ მასპინძელი ორგანიზაციის მოთხოვნა, რომელიც დაადასტურებს თქვენს მონაწილეობას შესაბამის ღონისძიებაში. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ 1-წლიანი მრავალჯერადი ვიზა.
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი (მოგზაურობთ სემინარებზე, ტრენინგებზე, კონფერენციებზე და ა.შ. დასასწრებად), გჭირდებათ მხოლოდ მასპინძელი ორგანიზაციის მოთხოვნა, დასტური ღონისძიებაში მონაწილე კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობის შესახებ და ორგანიზაციის რეგისტრაციის ცნობა. თქვენ ასევე გაქვთ უფლება მიიღოთ 1-წლიანი მრავალჯერადი ვიზა და გათავისუფლებული ხართ სავიზო მოსაკრებლისგან.
  • პირი, რომელიც მოგზაურობს მეცნიერულ, აკადემიურ, კულტურულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, გჭირდებათ მხოლოდ მასპინძელი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნა. თქვენ ასევე გაქვთ უფლება მიიღოთ 1-წლიანი მრავალჯერადი ვიზა და გათავისუფლებული ხართ სავიზო მოსაკრებლისგან.
  • მძღოლი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას ევროკავშირის ტერიტორიაზე, ტრანსპორტით, რომელიც დარეგისტრირებულია თქვენს ქვეყანაში, გჭირდებათ მხოლოდ მოთხოვნა ტრანსპორტიორთა ეროვნული ასოციაციისგან (კავშირისგან), რომელიც შეიცავს ინფორმაციას თქვენი მარშრუტ(ებ)ის, მიზნის და მგზავრობის ხანგრძლივობის შესახებ. თქვენ ასევე გაქვთ უფლება მიიღოთ 1-წლიანი მრავალჯერადი ვიზა.
  • დამეგობრებული ქალაქების გაცვლითი პროგრამის მონაწილე, გჭირდებათ მხოლოდ ამ ქალაქების ადამინისტრაციის უფროსის/მერის ან მუნიციპალური ორგანოს წერილობითი მოთხოვნა. თქვენ ასევე გაქვთ უფლება მიიღოთ 1-წლიანი მრავალჯერადი ვიზა.
  • პირი, რომელიც მგზავრობს საფლავების მოსანახულებლად, გჭირდებათ მხოლოდ საფლავის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს თქვენს კავშირს გარდაცვლილთან.
  • რეგიონული ხელისუფლების ან ქვეყნის მთავრობის წევრი, ან უმაღლესი ან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და ახორციელებთ თქვენს მოვალეობებს, გათავისუფლებული ხართ სავიზო მოსაკრებლისგან და გაქვთ უფლება მიიღოთ 5-წლიანი მრავალჯერადი ვიზა.
  • პენსიონერი, გათავისუფლებული ხართ სავიზო მოსაკრებლისგან.
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვი, გათავისუფლებული ხართ სავიზო მოსაკრებლისგან.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მისი თანამგზავრი, გათავისუფლებული ხართ სავიზო მოსაკრებლისგან.
  • პირი, რომელმაც დაამტკიცა ჰუმანიტარული მიზნებით მგზავრობის აუცილებლობა, გათავისუფლებული ხართ სავიზო მოსაკრებლისგან.

 

თუ მიეკუთვნებით ჩამოთვლილი კატეგორიებიდან რომელიმეს და გაქვთ უფლება მიიღოთ ერთწლიანი ვიზა, და უკვე გამოყენებული გაქვთ ერთწლიანი ვიზა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, თქვენს შემდეგ აპლიკაციაში შეგიძლიათ მოითხოვოთ 2-დან 5 წლამდე მოქმედი ვიზა.

7. სავიზო ცენტრები და არჩევანის უფლება

წევრი ქვეყნები ხშირად თანამშრომლობენ მომსახურების გარე მიმწოდებლებთან (ე.წ. სავიზო ცენტრებთან), რომლებიც იღებენ სავიზო აპლიკაციებს და დამხმარე დოკუმენტაციას. სავიზო ცენტრის მეშვეობით განაცხადის შეტანა შესაძლოა მოსახერებელი იყოს თქვენთვის, თუ ცხოვრობთ საკონსულოსგან შორს, თუმცა, სამწუხაროდ ისინი ვიზის მოსაკრებელს დამატებით 30 ევრომდე ოდენობის მოსაკრებელს ამატებენ.

გახსოვდეთ, რომ ყოველთვის გაქვთ უფლება აირჩიოთ, პირდაპირ გსურთ აპლიკაციის საკონსულოში ჩაბარება დამატებითი გადასახადის გარეშე, თუ სავიზო ცენტრის მეშვეობით.

თუ საკონსულო მოითხოვს გასაუბრების დანიშვნას თქვენი აპლიკაციის მისაღებად, ის უნდა დაინიშნოს თქვენი მოთხოვნის შემდეგ არაუგვიანეს ორი კვირისა. თუ საკონსულო არ ჩაეტია ამ დროში, თქვენ გაქვთ უფლება დაწეროთ საჩივარი (იხილეთ მე-11 პუნქტი).

თუ თქვენ გადაწყვეტთ სავიზო ცენტრის გამოყენებას, უნდა აირჩიოთ ის ცენტრი, რომელსაც საკონსულო რეკომენდაციას უწევს თავის ვებ-გვერდზე.

8. პროცედურების ხანგრძლივობა

პროცედურას სჭირდება 10 კალენდარული დღე. ინდივიდუალურ შემთხვევებში, ის შეიძლება გაგრძელდეს 30 კალენდარულ დღემდე ან შემცირდეს 2 სამუშაო დღემდე.

თუ თქვენს აპლიკაციას შეიტანთ დაგეგმილ გამგზავრების თარიღამდე 3 დღით ადრე, უნდა გადაიხადოთ სავიზო მოსაკრებლის ორმაგი ოდენობა – 70 ევრო. იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლებული ხართ სავიზო მოსაკრებლისგან, ამ სიტუაციაში მოგიწევთ 35 ევროს გადახდა. თუმცა, თუ ხართ ოფიციალური დელეგაციის ან პარლამენტის წევრი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ჟურნალისტი, პენსიონერი, ან თუ მოგზაურობთ ჰუმანიტარული მიზნებით, თქვენ არ დაგეკისრებათ მოსაკრებელი მაშინაც კი, თუ განაცხადს ვიზის სასწრაფო გაცემაზე შეავსებთ.

9. ვიზა არ არის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის გარანტია

სამწუხაროდ, ვიზა არ წარმოადგენს შენგენის ზონაში შესვლის გარანტიას. თქვენ შესაძლოა უარი გითხრან საზღვრის გადაკვეთაზე, თუ ვერ შეძლებთ ვიზიტის მიზეზის ახსნას, ან ვერ დაადასტურებთ, რომ გაქვთ საკმარისი თანხა თქვენი შენგენის ზონაში ყოფნის ხარჯების დასაფარად. გახსოვდეთ, რომ თან უნდა გქონდეთ არა მხოლოდ ვიზიანი პასპორტი, არამედ ყველა დამხმარე დოკუმენტი (ან მათი ასლები). გთხოვთ, ასევე გახსოვდეთ, რომ შენგენის ზონაში თქვენი არ-შეშვება ყოველთვის არ ნიშნავს თქვენი ვიზის ბათილად ცნობას ან გაუქმებას.

10. განმცხადებლის უფლებები ვიზის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში

თუ თქვენ არ მოგცეს ვიზა, თქვენ გაქვთ უფლება, ამ ფაქტის და უარის მიზეზების შესახებ შეიტყოთ წერილობითი ფორმით. თქვენ ასევე გაქვთ უფლება გაასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება, შესაბამისი წევრი ქვეყნის კანონების მიხედვით.

11. საკონსულოს თანამშრომლების ქცევა და საჩივრები

საკონსულოს თანამშრომლები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადამიანის ღირსებას და არ მოახდინონ ადამიანთა დისკრიმინაცია მათი სქესის, რასის ან ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობების, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის მიხედვით.10

თუ თქვენ შეესწრებით საკონსულოს თანამშრომლების ქცევის რაიმე დარღვევას, თქვენ საჩივარი უნდა წარუდგინოთ საკონსულოს ზემდგომ ორგანოს ან მიმართვის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს (სამინისტროების უმეტესობას საჩივრებისთვის განკუთვნილი საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებული აქვს ვებ-გვერდზე).

თქვენ ასევე შეგიძლიათ შემთხვევების შესახებ შეგვატყობინოთ ჩვენ, ვიზის მამხილებელი კამპანიის ფარგლებში (http://visa-free-europe.eu/about-us/visa-whistle-blower/).

12. შენგენის ვიზებს არ აქვს სავალდებულო მიზნები

ეს ნიშნავს, რომ თქვენი შენგენის ვიზის გამოყენება შეგიძლიათ ვიზაში აღნიშნული მიზნისგან განსხვავებული მიზნითაც. მაგალითად, თუ გაქვთ მრავალჯერადი ვიზა, რომელიც გაცემულია ბიზნეს ან აკადემიური ვიზიტებისთვის, თქვენ შეგიძლიათ იგივე ვიზა ტურიზმის ან ოჯახის მონახულების მიზნითაც გამოიყენოთ.

ასევე გახსოვდეთ, რომ თავისთავად, შენგენის ვიზა არ განიჭებთ მუშაობის უფლებას. თუ თქვენ გსურთ ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობა, უნდა შეიტანოთ განაცხადი სამუშაო ნებართვის მისაღებად!

განურჩევლად მოგზაურობების რაოდენობის და მიზნებისა, თქვენ ყოველთვის უნდა შეგეძლოთ თქვენი მოგზაურობის დეტალების ახსნა სასტუმროს ჯავშნის, ბილეთების და დაზღვევის წარდგენით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მრავალჯერადი ვიზის პირველი გამოყენება მოხდეს იმ მიზეზით, რომელიც აღნიშნულია თქვენს სავიზო აპლიკაციაში.

13. მოქმედების ვადა და დაყოვნების ხანგრძლივობა

გთხოვთ გახსოვდეთ, რომ თქვენს ვიზაზე აღნიშნული თარიღები არ ნიშნავს, რომ გაქვთ უფლება მთელი აღნიშნული პერიოდი გაატაროთ შენგენის ზონაში! თქვენ უნდა შეამოწმოთ – duration of stay – დაყოვნების ხანგრძლივობა, რომელშიც ასახულია დღეების ის რაოდენობა, რაც შეგიძლიათ ვიზის მოქმედების ვადის განმავლობაში გაატაროთ შენგენის ზონაში. ექვს თვემდე მოქმედ ვიზებში აღნიშნულია ნებადართული დღეების ჯამური რაოდენობა (მაგ.: 25 დღე). მრავალჯერადი ვიზების შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება შენგენის ზონაში გაატაროთ ყოველი 180 დღიდან 90 დღემდე პერიოდი. თქვენ შეგიძლიან შეამოწმოთ, რამდენი დღე შეგიძლიათ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაყოვნება, ევროკომისის ოფიციალური – “Schengen Calculator” – „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემდეგ ბმულზე: http://ec.europa.eu/dgs/home-affairs/what-we-do/policies/borders-and-visas/border-crossing/schengen_calculator_en.html

14. ვიზის მიღების მიზნით სავიზო აპლიკაციის შეტანა იმ ქვეყნის საკონსულოში, რომელიც არ არის თქვენი მოგზაურობის დანიშნულების ადგილი

ზოგადად, სავიზო აპლიკაცია უნდა შეიტანოთ იმ ქვეყნის საკონსულოში, რომელშიც გეგმავთ გამგზავრებას, მაგ.: გერმანიის საკონსულოში – გერმანიაში გასამგზავრებლად. თუ გამგზავრებას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში გეგმავთ, აპლიკაცია უნდა შეიტანოთ იმ ქვეყნის საკონსულოში, რომელსაც პირველს მოინახულებთ.

ჩვეულებრივ, თქვენ უნდა მიმართოთ საკონსულოს, რომელიც პასუხისმგებელია იმ ტერიტორიაზე, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თუმცა შესაძლოა სხვა საკონსულომაც მიიღოს თქვენი აპლიკაცია, თუკი წარმოადგენთ ამისთვის საკმარის დასაბუთებას. თუკი ქვეყანას, რომლის მონახულებაც გნებავთ, არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა თქვენს ქვეყანაში, გთხოვთ შეამოწმოთ, წარმოდგენილია თუ არა ის შენგენის სხვა ქვეყნის მიერ.